პროექტის შესახებ

„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ სახელმწიფო პროგრამებს. მისი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გაამარტივოს და გაზარდოს წვდომა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე მათთვის, ვისაც ბიზნესის დაწყება, ან არსებული საწარმოს გაფართოება სურს.

„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ მუშაობს ერთი ფანჯრის პრინციპით, ამიტომ სხვადასხვა სააგენტოს 20-ზე მეტ პროგრამაში ჩართვა ერთი სივრციდანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ბენეფიციარებს პროგრამაში ჩასართავად აღარ დასჭირდებათ დედაქალაქში ჩამოსვლა და ყველა საჭირო პროცედურის გავლა ადგილზე, თავიანთ რეგიონებში შეეძლებათ. 

წარმატების ისტორია

კომპანია „ელსელემა“

საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკვეთა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა, კომპანია „ელსელემამ“ შეასრულა. 

ქართული კომპანია მრავალი წელია, წარმატებით სახელმწიფო  შეკვეთებს  ძალოვანი და სხვა სტრუქტურებისათვის, აწარმოებს ყველა სახის სპეციალური დანიშნულების ტანსაცმელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროსთვის. 2011 წლიდან პარალელურად დაიწყო  ექსპორტი საერთაშორისო ბრენდების  “KOTON”, “MONCLER” “DAMAT და  „CHAMELEON“ პროდუქციის წარმოებით.