რეგისტრაცია ხორციელდება ტელ. ნომერზე: 1501
ნერგის შეძენა შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობიდან ან ნერგის იმპორტის მეშვეობით.
პროგრამის ფარგლებში მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ ფინანსდება.
პოტენციური ბენეფიციარი პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ პოტენციური ბენეფიციარი ან მისი დამფუძნებელი/მეპაიე/აქციონერი ფლობს წილს/აქციას/პაის წარმოდგენილ ინვოისით/ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მომწოდებელ კომპანიაში.
თანხის არსებობა დასტურდება ბანკიდან შესაბამისი ცნობით, თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.
არ ფინანსდება. მხოლოდ გამონაკლისის სახით დასაშვებია ტურისტული მიზნებისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (სკუტერი, ველოსიპედი, კვადროციკლი და სხვა).
გრანტი გაიცემა ნებისმიერი ტიპის მცირე ბიზნესისთვის, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებისა, რომელიც ხორციელდება სამიზნე რეგიონში და არ არის აკრძალული გადასახადის გადამხდელი პირებისთვის.