ხშირად დასმული კითხვები

არსებული ძირითადი საშუალებები (მხოლოდ უძრავი ქონება) ბენეფიციარის თანამონაწილეობად განიხილება თუ ბენეფიციარი წარმოადგენს ფიზიკური პირ(ებ)ის მიერ პროგრამაში განაცხადის წარმოდგენამდე არაუმეტეს ერთი წლით ადრე რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნია ძირითადი საშუალებები, გარდა განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური პროექტებისა.

სოფლის განვითარების პროგრამა
სოფლის განვითარების სააგენტო

ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ფულადი სახსრები პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 20%-ის ოდენობით. 

სოფლის განვითარების პროგრამა
სოფლის განვითარების სააგენტო

თანადაფინანსების გაცემის წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის დამატებითი წყაროს არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სოფლის განვითარების პროგრამა
სოფლის განვითარების სააგენტო

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიწის შეძენა არ ფინანსდება. 

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
სოფლის განვითარების სააგენტო

შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება ყველა სახის საწარმო, გარდა:

  • მარცვლეულის შემნახველი საწარმოს;
  • რძისა და რძის პროდუქტების შემნახველი საწარმოს;
  • ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველი საწარმოს;
  • თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველი საწარმოს.
     
შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი
სოფლის განვითარების სააგენტო

დასაშვებია ისარგებლოთ ძირითადი საშუალებების კომპონენტით, მექანიზაციის ქვეკომპონენტით, ლიზინგით, ლიზინგის მექანიზაციის ქვეკომპონენტით და სასურსათო მრეწველობის დაფინანსების კომპონენტის პარალელურად, დადგენილი  ლიმიტების ფარგლებში.

შეღავათიანი აგროკრედიტი
სოფლის განვითარების სააგენტო

დიახ, შესაძლებელია, თუ სესხი გაცემულია მიმდინარე პროექტის ფარგლებში და აღნიშნული მიზნობრიობა კვლავ ფინასდება.

შეღავათიანი აგროკრედიტი
სოფლის განვითარების სააგენტო

დიახ, შესაძლებელია პარალელური სესხების გაცემა, თუ მათი ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.

შეღავათიანი აგროკრედიტი
სოფლის განვითარების სააგენტო

დიახ, შესაძლებელია, თუ ლიზინგისა და სესხის ჯამი არ აღემატება 1 500 000 ლარს.

შეღავათიანი აგროკრედიტი
სოფლის განვითარების სააგენტო