სააგენტოსთან ხელშეკრულების შეწყვეტის, ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ.
საქმიანობის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში.
ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.geostat.ge/media/13408/NACE-Rev-2_Georgian_2016.pdf
თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საერთაშორისო მოდის კვირეულების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმით/სერვისით სარგებლობის ჯამურ რაოდენობაზე. თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული ოდენობა ერთი შოურუმის ფარგლებში შეიძლება იყოს 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში.
საერთაშორისო ღონისძიებების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საწარმოს ზომით კატეგორიასა და საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმით/სერვისით სარგებლობის ჯამურ რაოდენობაზე (საწარმოს ზომითი კატეგორია შეიძლება დადგინდეს/გადამოწმდეს ვებ გვერდზე: www.reportal.ge).
სააგენტო არ აფინანსებს მგზავრობის, სასტუმროში განთავსების და სადღეღამისო ხარჯებს.
ფინანსდება: სივრცის ქირავნობა, სტენდის მოწყობა, საქონლის ტრანსპორტირება, თარჯიმნის მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება, ინვენტარის ქირაობა და მსგავსი ხარჯები.
ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/media/13408/NACE-Rev-2_Georgian_2016.pdf
პირველადი რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს, მითითებულ ელ. ფოსტაზე მისდის რეგისტრაციის ბმული ანგარიშის გასააქტიურებლად. ბმულზე გადასვლის შემდეგ აქტიურდება მომხმარებლის ანგარიში და შესაძლებელია აპლიკაციის შევსება.