სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიზნები და ამოცანებია საქართველოს ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა,ასევე საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
ადმინისტრაციას ჰყავს ხელმძღვანელი, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორცილებს ადმინისტრაციის საერთო ხელმძღვანელობას.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კუ...
2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე...
„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენ...
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონო...