მოქმედი

შეღავათიანი აგროკრედიტი

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები.

image
მოკლე აღწერა:

ფინანსური მხარდაჭერა პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოების შექმნასა და განვითარებისთვის.

image
ბენეფიტები:

  • ძირითადი საშუალების კომპონენტის ნაწილში ფინანსდება სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%. კრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით (საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირებისთვის სესხი გაიცემა 20 000 ლარიდან 75 000 ლარამდე). სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად:
    • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციის ქვეკომპონენტის ნაწილში ფინანსდება სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%. კრედიტის თანხა განისაზღვრება 7 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით (საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირებისთვის სესხი გაიცემა 7 000 ლარიდან 75 000 ლარამდე). სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად;
    • ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენების ქვეკომპონენტის ნაწილში ფინანსდება სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%. კრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით (საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირებისთვის სესხი გაიცემა 20 000 ლარიდან 75 000 ლარამდე). სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 66 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად;
    • სასურსათო მრეწველობის ქვეკომპონენტის ნაწილში ფინანსდება სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%. კრედიტის თანხა განისაზღვრება 1 500 000 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით. სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 36 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად.
  • საბრუნავი საშუალების კომპონენტის ნაწილში ფინანსდება:
    • ერთწლოვანი კულტურების საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტის თანხა განისაზღვრება 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით. სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, უზრუნველყოფილ სესხებზე ბანკის მიერ დადგენილი პროცენტის დაფინანსება მოხდება სრულად, ხოლო არაუზრუნველყოფილ სესხებზე 17%-ის ოდენობით, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად;
    • ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების მიერ ყურძნის შესაძენი მიზნობრიობის სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%. კრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით. სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 15 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად;
    • ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების მიერ, სპირტის წარმოების მიზნით, ყურძნის შესაძენი მიზნობრიობის სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%. კრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 15 000 000 ლარის ჩათვლით. სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 36 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად;
    • ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%. კრედიტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით. სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 12 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება, მსესხებლის მიერ გადახდილი თანხის პარალელურად.
  • შეღავათიანი აგროლიზინგის კომპონენტის ნაწილში ფინანსდება სალიზინგო პროექტის ღირებულების წლიური 12%. ლიზინგის პროექტის თანხა განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით. სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება:
    • შეღავათიანი აგროლიზინგის მექანიზაციის ქვეკომპონენტის ნაწილში ფინანსდება სალიზინგო პროექტის ღირებულების წლიური 9%. ლიზინგის პროექტის თანხა განისაზღვრება 7 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით. სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 48 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება;
    • შეღავათიანი აგროლიზინგის სასურსათო მრეწველობის ქვეკომპონენტის ნაწილში ფინანსდება სალიზინგო პროექტის ღირებულების წლიური 12%. ლიზინგის პროექტის თანხა განისაზღვრება 1 500 000 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით. სააგენტოს მიერ მოხდება არაუმეტეს 36 თვის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება.
  • მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტის ნაწილში სააგენტოს მიერ 50% უზრუნველყოფის წარდგენა მეხორცული ჯიშის მესაქონლეობის და თხილის პირველადი წარმოების მიზნობრიობით გამოყოფილ საბრუნავი საშუალებების სესხებზე (არაუმეტეს 300 000 ლარის).

შენიშვნა: დასაშვებია ერთ ბენეფიციარზე ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტისა და შეღავათიანი აგროლიზინგის თანადაფინანსება იმ პირობით, რომ ლიზინგ(ებ)ისა და სესხ(ებ)ის ჯამი არ აღემატება თითოეული კომპონენტით/ქვეკომპონენტით განსაზღვრულ სესხის/ლიზინგის მაქსიმალურ მოცულობას.

image
მიზნობრივი ჯგუფი:

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივი, რომელშიც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ფერმა ან/და მიწის ნაკვეთი, სადაც იგეგმება პროექტის განხორციელება, უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში, თანასაკუთრებაში ან სარგებლობაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (თანასაკუთრების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს თანამესაკუთრეების თანხმობა, სესხის ვადის განმავლობაში ქონებით სარგებლობის თაობაზე, ხოლო სარგებლობის შემთხვევაში, მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის ვადაზე ნაკლები);
  • ფერმერი რეგისტრირებული უნდა იყოს  „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის ელექტრონული პირადობის მოწმობა;
  • ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია.
     

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1კონსულტაციის მიღება იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტისგან
2განაცხადის შევსება და ბანკებში გაგზავნა
3ბანკთან / სალიზინგო კომპანიასთან კომუნიკაცია და საკრედიტო პროცედურების გავლა
4პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების შეფასება
5სესხის / ლიზინგის დამტკიცება
6დოკუმენტაციის წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება

ხშირად დასმული კითხვები

რეგისტრაცია ხორციელდება ტელ. ნომერზე: 1501

დასაშვებია ისარგებლოთ ძირითადი საშუალებების კომპონენტით, მექანიზაციის ქვეკომპონენტით, ლიზინგით, ლიზინგის მექანიზაციის ქვეკომპონენტით და სასურსათო მრეწველობის დაფინანსების კომპონენტის პარალელურად, დადგენილი  ლიმიტების ფარგლებში.

დიახ, შესაძლებელია, თუ სესხი გაცემულია მიმდინარე პროექტის ფარგლებში და აღნიშნული მიზნობრიობა კვლავ ფინასდება.

დიახ, შესაძლებელია პარალელური სესხების გაცემა, თუ მათი ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.

დიახ, შესაძლებელია, თუ ლიზინგისა და სესხის ჯამი არ აღემატება 1 500 000 ლარს.

არა, არ არის შესაძლებელი.