მოქმედი

სახელმწიფო პროგრამა უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილი

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

  • წარმოება და გადამუშავება (გარდა სოფლის მეურნეობისა);
  • სასტუმრო/ბალნეოლოგიური კურორტები;
  • ტურისტული სერვისები.

image
მოკლე აღწერა:

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის საშუალებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა.

image
ბენეფიტები:

  • დამტკიცებული კრედიტის/ლიზინგის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სესხის/ლიზინგის სრული ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული:
    • 5% - სესხის შემთხვევაში;
    • 3% - ლიზინგის შემთხვევაში.
  • დამტკიცებული სესხის ძირის არაუმეტეს 60 %-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

შენიშვნა: სესხის/ლიზინგის მინიმალური ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს.

image
მიზნობრივი ჯგუფი:

“მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი.

შენიშვნა: გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ფინანსდება:
    • კომერციული ბანკის სესხის შემთხვევაში: ძირითადი და საბრუნავი საშუალებები (დამტკიცებული სესხის არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებებისთვის);
    • ლიზინგის შემთხვევაში: ძირითადი საშუალებები.
  • საქმიანობის სფერო უნდა ხვდებოდეს პრიორიტეტთა ნუსხაში;
  • ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა კლასიფიცირდებოდეს, როგორც მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ შემოსავლის კომპონენტში.

შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში აიკრძალება შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ბანკის / სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1ბანკთან/სალიზინგო კომპანიასთან კომუნიკაცია და საკრედიტო პროცედურების გავლა
2სესხის/ლიზინგის დამტკიცება
3ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ განაცხადის სააგენტოში გადმოგზავნა
4სააგენტოს მხრიდან სესხის/სალიზინგო პროექტის შესახებ მოთხოვნის დადასტურება
5სესხის/ლიზინგის გაცემა