მოქმედი

ტრენინგები და სასწავლო კურსები

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული პირების ცოდნისა და უნარების გაძლიერება.

image
მოკლე აღწერა:

სასწავლო კურსები ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით შემდეგ თემატიკაზე:

  • სასტუმრო საქმე/მომსახურების  უნარ-ჩვევები;
  • სასტუმროს გაყიდვებისა და შემოსავლების მართვა;
  • სტრატეგიული მიდგომები მომსახურების ინდუსტრიაში;
  • მენეჯერის მართვის უნარ-ჩვევები;
  • პრობლემური სიტუაციების მართვა;
  • ღვინის გიდი;
  • სათავგადასავლო გამყოლის უნარ-ჩვევები;
  • შშმ პირთა მომსახურების სერვისების დანერგვა და  განვითარება;
  • პირველადი  სამედიცინო დახმარება;
  • ეკო ტურისტული პროდუქტი და შეთავაზება;
  • მარკეტინგი და  გაყიდვები;
  • საერთაშორისო დაჯავშნის პლატფორმების მართვა.

image
ბენეფიტები:

  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურისტული პროდუქტის ფორმირებაში, მართვაში და მარკეტინგში ახალი ცოდნისა და უნარების შეძება;
  • ტრენინგზე დასწრება უფასოა.

image
მიზნობრივი ჯგუფი:

ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი იურიდიული და ფიზიკური პირები.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ტურიზმის სფეროში დასაქმებული/თვითდასაქმებული იურიდიული/ფიზიკური პირი;
  • ტრეინინგი დაიგეგმება მინიმუმ 20 მსურველის არსებობის შემთხვევაში (ერთ ლოკაციაზე და თემაზე).

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის ელექტრონული პირადობის მოწმობა;
  • ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი (თანამშრომლების რეგისტრირების შემთხვევაში).
     

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1კონსულტაციის მიღება იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტისგან
2სასურველი ტრენინგის შერჩევა და განაცხადის შევსება
3სააგენტოსთან კომუნიკაცია და ტრენინგთან დაკავშირებული დეტალების მიღება

ხშირად დასმული კითხვები

ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ელ. პორტალზე: programs.gov.ge

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების შემთხვევაში, შეტყობინება ყოველი დაგეგმილი ტრენინგის შესახებ იგზავნება პირად ელ-ფოსტაზე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

ტრენინგი ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს 1-დან 5-დღემდე.