მხარდაჭერილი საქმიანობები:
უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირება.
მოკლე აღწერა:
იპოთეკური კრედიტების სუბსიდირების გზით, მრავალშვილიანი ან/და იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ყავთ ახალშეძენილი შვილი/შვილები, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ბენეფიტები:
იპოთეკური კრედიტის სუბსიდირება, სესხის გაცემიდან 60 თვის გადით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული:
- 3,5% (არაუმეტეს 6%) - თუ მსესხებელს ყავს 1 ან 2 შვილი;
- 1,5 % (არაუმეტეს 8%) - თუ მსესხებელს ყავს 3 ან მეტი შვილი.
მიზნობრივი ჯგუფი:
საქართველოს მოქალაქე ოჯახი (ერთ-ერთი მეუღლე მაინც)/მარტოხელა მშობელი/ქვრივი.
მონაწილეობის კრიტერიუმები:
ოჯახი/მარტოხელა მშობელი/ქვრივი, თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს:
- 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი/გერი;
- 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი/გერი;
- 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ბანკის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ვადები:
განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.
მიმაგრებული ფაილები:
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1ბანკთან კომუნიკაცია და საკრედიტო პროცედურების გავლა
2სესხის დამტკიცება
3ბანკის მიერ განაცხადის სააგენტოში გადმოგზავნა
4სააგენტოს მხრიდან სესხის შესახებ მოთხოვნის დადასტურება
5სესხის გაცემა