მოქმედი

სესხებისა და ლიზინგის თანადაფინანსების პროგრამა

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

  • წარმოება და გადამუშავება (გარდა სოფლის მეურნეობისა);
  • სასტუმრო ინდუსტრია;
  • საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფერო;
  • ტურისტული სერვისები.

image
მოკლე აღწერა:

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის საშუალებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა.

image
ბენეფიტები:

  • დამტკიცებული კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს +3%, 36 თვის განმავლობაში;
  • დამტკიცებული ლიზინგის საგნის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს +5%, 36 თვის განმავლობაში.

შენიშვნა: სესხის/ლიზინგის მინიმალური ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს.

image
მიზნობრივი ჯგუფი:

საქართველოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ფინანსდება:
    • კომერციული ბანკის სესხის შემთხვევაში: ძირითადი და საბრუნავი საშუალებები (დამტკიცებული სესხის არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებებისთვის);
    • ლიზინგის შემთხვევაში: ძირითადი საშუალებები.
  • ბენეფიციარი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა კლასიფიცირდებოდეს, როგორც მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ შემოსავლის კომპონენტში;
  • საქმიანობის სფერო უნდა ხვდებოდეს პრიორიტეტთა ნუსხაში: ტექსტილი, ტანსაცმელი, ტყავის და მასთან დაკავშირებული ნაწარმი, ხის დამუშავება, ავეჯი, ქაღალდის ნაწარმი, კომპიუტერები და ელექტრონული პროდუქცია, ელექტრონული მოწყობილობები, ქიმიკატები და ქიმიური პროდუქტები, რეზინა და პლასტმასის ნაწარმი, მანქანები და მოწყობილობები, თევზჭერა, ლაბორატორიები და ა.შ. საქმიანობების დეტალური სია წარმოდგენილია მიმაგრებულ ფაილში, რომელიც შედგენილია საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის - სეკ 006-2016 (NACE-Rev-2) მიხედვით;
  • წარმოების დაწყება უნდა მოხდეს, ახალი ლიზინგის/კრედიტის  საგნის გაცემიდან:
    • 36 თვის განმავლობაში - ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში;
    • 24 თვის განმავლობაში - არსებული საწარმოს შემთხვევაში.

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის ელექტრონული პირადობის მოწმობა;
  • ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • ბანკის / სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია;
  • ბიზნეს გეგმა და წერილი ბანკის / სალიზინგო კომპანიის მიერ დამტკიცებული საკრედიტო პროდუქტის შესახებ;
  • საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკუთრებაში არსებული ქონება, ან დარეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1კონსულტაციის მიღება იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტისგან
2განაცხადის შევსება და ბანკებში / სალიზინგო კომპანიებში გაგზავნა
3ბანკთან / სალიზინგო კომპანიებთან კომუნიკაცია და საკრედიტო პროცედურების გავლა
4პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების შეფასება
5სესხის / ლიზინგის დამტკიცება
6სააგენტოსთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
7სააგენტოს მიერ მოთხოვნილი კრედიტის მიზნობრივობის შესაბასმისობის შეფასება
8სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება

ხშირად დასმული კითხვები

გადამოწმება შესაძლებელია: reportal.ge-ზე.

შეზღუდულია საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამით სარგებლობა.

დიახ, შედის.

დიახ, შესაძლებელია.

იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს მინიმუმ 5 წლიანი - ახალი საწარმოს შემთხვევაში და მინიმუმ 4 წლიანი - არსებულის გაფართოების შემთხვევაში.

დიახ, შესაძლებელია.

დიახ, შესაძებელია.

დიახ, თუ არჩეული ბანკი ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში.

არ არის შესაძლებელი. შესაძლებელია მხოლოდ ისეთ სალიზინგო კომპანიაში რეფინანსირება, რომელიც ჩართულია პროგრამაში.

საკითხი წყდება ბენეფიციარისა და სალიზინგო კომპანიას ან კომერციულ ბანკს შორის ურთიერთშეთანხმებით.

შესაძლებელია მხოლოდ იმ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, რომლებიც უშუალოდ გამოიყენება პროდუქციის წარმოების პროცესში.

მინიმალური თანხა განსაზღვრული არ არის.

წარმოსადგენი დოკუმენტებია: წერილი ბანკის მიერ დამტკიცებული კრედიტის შესახებ, ბიზნეს გეგმა ან ბიზნეს პროექტი, შაბლონის მიხედვით საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკუთრებაში არსებული ქონება, ან საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იჯარის ხელშეკრულება - ქონებით სარგებლობის უფლება.

არა, რადგან სალიზინგო კომპანია თავად წარმოადგენს ლიზინგის პროექტს.

შესაძლებელია. ამისათვის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება, ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

ჩაითვლება, თუ მისი საბოლოო გამოსყიდვა მოხდება ინვესტიციის/საინვესტიციო ვალდებულების ვადის ამოწურვამდე.

სააგენტოსთან ხელშეკრულების შეწყვეტის, ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდეგ.

საქმიანობის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში.

ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/media/13408/NACE-Rev-2_Georgian_2016.pdf