პროგრამის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების ხელშეწყობა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების სტიმულირების გზით.
სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს 2022 წლის 20 აპრილისთვის საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში უნდა გააჩნდეს მიწის ნაკვეთ(ებ)ი ჯამური ფართით არანაკლებ 0.25 ჰა და არაუმეტეს 1.25 ჰა ან/და არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით, განახორციელოს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაცია ან ინფორმაციის იმ სახით დაზუსტება, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.
პროგრამის ბენეფიციარი, სუბსიდიის მიღების შემთხვევაში, ვალდებულია დარეგისტრირდეს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.