დაგეგმილი

საპილოტე პროგრამა ქალებისთვის

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

  •  საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
  •  მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. 

image
მოკლე აღწერა:

თუ ხართ დაინტერესებული სასათბურე მეურნეობის მოწყობით საპილოტე პროგრამა ქალებისთვის საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თანადაფინანსება. 
შევსებული განაცხადის ფორმა წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ სააგენტოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე document@rda.gov.ge. ასევე, შესაძლებელია წარუდგინოთ ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელს ან/და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის შესაბამისი რეგიონული სამსახურის თანამშრომელს მატერიალური სახით.

პროგრამის მიზანი და ამოცანები

  • პროგრამის მიზანია, საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
  • პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური დახმარება.

პროგრამის განმახორციელებელი

პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია - UN Women.

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა ხორციელდება მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მთავრობის განკარგულება

image
ბენეფიტები:

  •  საპილოტე მუნიციპალიტეტებში, ეკონომიკურად არააქტიური ქალების ინტეგრაცია საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად, მათი სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქალების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართვის სტიმულირების გზით.
  •  მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში ახალი სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად პოტენციური ქალი ბენეფიციარების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა. 

image
მიზნობრივი ჯგუფი:

პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის უნდა გააჩნდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის საკუთრებად ან/და თანასაკუთრებად რეგისტრირებული ჯამურად არა უმეტეს 5,000 კვ.მ მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ან/და ამ დადგენილების ამოქმედების შემდგომ განახორციელებს მიწის ნაკვეთ(ებ)ის პირველადი რეგისტრაციას ან ინფორმაციის იმ სახის დაზუსტებას, რომლითაც იდენტიფიცირებადი გახდება, აკმაყოფილებს თუ არა პირი პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის შერჩევის კრიტერიუმებს.

განაცხადების განხილვის დროს, პრიორიტეტი მიენიჭება იმ პოტენციურ ბენეფიციარს რომელსაც:

  • გააჩნიათ სოციალურად დაუცველის სტატუსი;
  • ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი;
  • შემოტანილი აქვთ განაცხადი ყველაზე ადრე.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

პროგრამაში მონაწილეობის მიზნით პოტენციურმა ბენეფიციარმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:

  • განაცხადის ფორმა;
  • პოტენციური ბენეფიციარის ან/და  უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტი;
  • შესასყიდი საქონლის/მომსახურების ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან/და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც  აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს სასათბურე მეურნეობის მონტაჟს და  შემდეგ ინფორმაციას: 
    • მხარეთა რეკვიზიტები; 
    • მიწის ნაკვეთის ფართობის ოდენობა, რა ნაწილზეც ხდება სასათბურე მეურნეობის  მოწყობა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი;
    • სათბურისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების დასახელება, ერთეულის ფასი, ჯამური ღირებულება, ვალუტა;
    • მონტაჟის დასრულების თარიღი;
    • გადახდის პირობები.
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან მიწის ნაკვეთის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში ფლობის შესახებ;
  • სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (განკარგულების ამოქმედების თარიღისთვის) პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ჯამური  ფართობის  შესახებ;

შენიშვნა: პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი უნდა ფლობდეს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის  საკუთრებად/თანასაკუთრებად რეგისტრირებულ ჯამურად არაუმეტეს  5 000 კვ.მ  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ს.

  • თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი – ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან კრედიტის დამტკიცების შესახებ; 
  • სოციალურად დაუცველის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • შვილ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ასლ(ებ)ი. (მათი ყოლის შემთხვევაში). 
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

image
ვადები:

პროგრამაში განაცხადების მიღება 2022 წლის 20 სექტემბერს 12:00 სთ-დან დაიწყება.

image
პროგრამაში ჩართვის პროცესი: