მოქმედი

სახელმწიფო პროგრამა საკრედიტო - საგარანტიო სქემა

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

  • წარმოება და გადამუშავება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების);
  • სასტუმრო ინდუსტრია;
  • სარესტორნო ინდუსტრია;
  • განათლება და ჯანდაცვა.

image
მოკლე აღწერა:

პოტენციური ბენეფიციარისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება, უზრუნველყოფის კომპონენტში სააგენტოს ფინანსური თანამონაწილეობის სახით.

image
ბენეფიტები:

  • საკრედიტო გარანტია გაიცემა:
    • ახალი სესხის შემთხვევაში სესხის ძირი თანხის მაქს. 90% ოდენობით;
    • სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციისას მაქს. 30% ოდენობით.
  • საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს.

image
მიზნობრივი ჯგუფი:

საქართველოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • სესხის აღების მომენტისთვის, ბენეფიციარის მთლიანი სასესხო ვალდებულებები არ უნდა აღემატებოდეს 12 000 000 ლარს;
  • ბენეფიციარი უნდა წარმოადგენდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმოს, მხოლოდ  შემოსავლის კომპონენტში;
  • ბენეფიციარი უფლებამოსილია პროგრამის ფარგლებში ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 5 000 000 ლარს;
  • პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, თუ სესხის მოცულობა არ აკმაყოფილებს სქემის ფარგლებში მოთხოვნილ კრიტერიუმებს, საკრედიტო გარანტიის გამოყენება ხდება სესხის თავდაპირველი მახასიათებლ(ებ)ის შესაბამისად;
  • ბენეფიციართან შეთანხმებით, კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ უარი თქვას საკრედიტო გარანტიაზე ან/და ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში კომერციული ბანკი უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ ჩაანაცვლოს საკრედიტო გარანტია სხვა უზრუნველყოფით;
  • საქმიანობის სფერო უნდა ხვდებოდეს პრიორიტეტთა ნუსხაში: ტექსტილი, ტანსაცმელი, ტყავის და მასთან დაკავშირებული ნაწარმი, ხის დამუშავება, ავეჯი, ქაღალდის ნაწარმი, კომპიუტერები და ელექტრონული პროდუქცია, ელექტრონული მოწყობილობები, ქიმიკატები და ქიმიური პროდუქტები, რეზინა და პლასტმასის ნაწარმი, მანქანები და მოწყობილობები, თევზჭერა, ლაბორატორიები და ა.შ. საქმიანობების დეტალური სია წარმოდგენილია მიმაგრებულ ფაილში, რომელიც შედგენილია საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის - სეკ 006-2016 (NACE-Rev-2) მიხედვით;
  • სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს:
    • კომერციული ბანკისთვის - 50 000 ლარს;
    • მიკრო საფინანსოსთვის - 20 000 ლარს.
  • სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 5 000 000 ლარს.

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის ელექტრონული პირადობის მოწმობა;
  • ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • ბანკის / მიკრო საფინანსო ორგანიზაცის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია.

სასტუმროს მიმართულებით მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია:    

  • დამტკიცებული სასტუმროს პროექტი;
  • მშენებლობის სანებართვო მოწმობა;
  • მიწის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი.

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1კონსულტაციის მიღება იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტისგან
2განაცხადის შევსება და ბანკებში / მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში გაგზავნა
3ბანკთან / მიკრო საფინანსო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და საკრედიტო პროცედურების გავლა
4პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების შეფასება
5სესხის დამტკიცება
6პროგრამაში ავტომატური ჩართვა

ხშირად დასმული კითხვები

ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://www.geostat.ge/media/13408/NACE-Rev-2_Georgian_2016.pdf

დიახ, შესაძლებელია.

აღნიშნული წარმოადგენს მეწარმესა და ბანკს შორის მოლაპარაკების საგანს.

ზღვარი არ არის განსაზღვრული.

დიახ, შესაძლებელია.

არ არის შესაძლებელი, გამონაკლისს წარმოადგენს ლაბორატორიები.

დიახ, შესაძლებელია.

მინიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის.

კომერციული ბანკი/მიკრო საფინანსო ორგანიზაცია.

დიახ, შესაძლებელია.

პროფილი უნდა შენარჩუნდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.