ორგანიზაციის მონაცემების განთავსება სააგენტოს საექსპორტო კატალოგში.
ონლაინ პლატფორმა www.tradewithgeorgia.com ქართველ მეწარმეებს საშუალებას აძლევს ქვეყნის საიმიჯო საინფორმაციო პლატფორმაზე განათავსონ საკუთარი კომპანიის და პროდუქციის მონაცემები. პლატფორმაზე ინტეგრირებულია ექსპორტის მზაობის ტესტი, რომელიც ადგენს კომპანიის საექსპორტო მზაობას და პოტენციალს.
ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები.
საქართველოს რეზიდენტი ეკონომიკური სუბიექტი, გარდა მიკრო მეწარმის სტატუსის მქონე პირისა.
განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.
არა, საიტზე რეგისტრაცია უფასოა.
პირველადი რეგისტრაციის შემდეგ, მომხმარებელს, მითითებულ ელ. ფოსტაზე მისდის რეგისტრაციის ბმული ანგარიშის გასააქტიურებლად. ბმულზე გადასვლის შემდეგ აქტიურდება მომხმარებლის ანგარიში და შესაძლებელია აპლიკაციის შევსება.
არა, მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ გადამოწმების და დასტურის შემდეგ აისახება კომპანიის შესახებ ინფორმაცია ონლაინ პლატფორმაზე.
სააგენტო ამოწმებს რამდენად მოთხოვნების დაცვით და შესაბამისად აიტვირთა მოთხოვნილი ინფორმაცია საიტზე. არის თუ არა ყველა სავალდებულო ველი სრულყოფილად შევსებული, წარმოდგენილია თუ არა რელევანტური ინფორმაცია და ა.შ.
პლატფორმაზე ნებისმიერი ზომის კომპანიას/ეკონომიკურ სუბიექტს, სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შეუძლია დარეგისტრირება. ასევე არ არის შეზღუდვა ინდუსტრიებსა და საექსპორტო პროდუქტებზე თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ლოგოს და გარე ყდის ე.წ. “Cover” -ის ატვირთვა აუცილებელია. ამის გარეშე, კომპანიის პროფილი ონლაინ პლატფორმაზე არ გამოქვეყნდება.
არ არის შესაძლებელი. ყველა ცვლილება უნდა გადამოწმდეს და დადასტურდეს სააგენტოს მიერ.
საერთაშორისო მოდის კვირეულების ფარგლებში, ჩასატარებელი ღონისძიება და/ან მსგავსი ხასიათის აქტივობა, სადაც შემსყიდველთათვის ერთიან სივრცეში წარმოდგენილია დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქცია.
საერთაშორისო გამოფენა, სავაჭრო მისია, კონფერენცია და/ან მსგავსი ხასიათის აქტივობა.