ექსპორტის მასტიმულირებელ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა.
საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებში, სავაჭრო მისიებსა და ექსპორტის მასტიმულირებელ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები.
საერთაშორისო ღონისძიებებისთვის:
საერთაშორისო შოურუმებისთვის:
ვადები ცვალებადია ღონისძიების მასშტაბის, თემატიკისა და ლოკაციის გათვალისწინებით. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე: www.tradewithgeorgia.com
დიახ, აუცილებელია www.tradewithgeorgia.com -ზე რეგისტრაცია.
ელექტრონული ფოსტის, ვებ-გვერდების www.tradewithgeorgia.com და www.enterprise.gov.ge და სააგენტოს სოციალური ქსელის მეშვეობით.
საერთაშორისო მოდის კვირეულების ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიება და/ან მსგავსი ხასიათის აქტივობა, სადაც შემსყიდველთათვის ერთიან სივრცეში წარმოდგენილია დიზაინერების მიერ შექმნილი პროდუქცია.
საერთაშორისო გამოფენა, სავაჭრო მისია, კონფერენცია და/ან მსგავსი ხასიათის აქტივობა.
ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.geostat.ge/media/13408/NACE-Rev-2_Georgian_2016.pdf
თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საერთაშორისო მოდის კვირეულების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმით/სერვისით სარგებლობის ჯამურ რაოდენობაზე. თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტული ოდენობა ერთი შოურუმის ფარგლებში შეიძლება იყოს 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში.
საერთაშორისო ღონისძიებების შემთხვევაში, თანადაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია საწარმოს ზომით კატეგორიასა და საერთაშორისო ღონისძიებების ფარგლებში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში სააგენტოს თანადაფინანსების მექანიზმით/სერვისით სარგებლობის ჯამურ რაოდენობაზე (საწარმოს ზომითი კატეგორია შეიძლება დადგინდეს/გადამოწმდეს ვებ გვერდზე: www.reportal.ge).
სააგენტო არ აფინანსებს მგზავრობის, სასტუმროში განთავსების და სადღეღამისო ხარჯებს.
ფინანსდება: სივრცის ქირავნობა, სტენდის მოწყობა, საქონლის ტრანსპორტირება, თარჯიმნის მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება, ინვენტარის ქირაობა და მსგავსი ხარჯები.
ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ საკუთარ პროდ...
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული შოკოლა...