მოქმედი

პროექტი ღვინის გზა

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

  • ღვინის ტურიზმის ობიექტისათვის ცენტრალურ გზებზე საგზაო მანიშნებლების დამზადება/მონტაჟი;
  • ღვინის ტურიზმის ობიექტის შესახებ ინფორმაციის განთავსება პროექტის თანმდევ ბეჭდვით რუკებსა და ბროშურებში.

image
მოკლე აღწერა:

პროგრამის მიზანია ღვინის ტურიზმის ობიექტების პოპულარიზაცია, აგრეთვე მათი ხილვადობისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

image
ბენეფიტები:

  • პროექტის ბენეფიციართა ობიექტების და მომსახურების ცნობადობის ამაღლება;
  • ტურისტული ობიექტის მიგნების გამარტივება;
  • მანიშნებლების მონტაჟი ხორციელდება უსასყიდლოდ.

image
მიზნობრივი ჯგუფი:

  • საოჯახო მარნები;
  • ღვინის საწარმოები (რომლებიც დამატებით ეწევიან ტურისტულ მომსახურებას);
  • მარნის ფუნქციური დატვირთვის მქონე შატოები.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ადგილზე ღვინის წარმოება;
  • ღვინის დეგუსტაციის სერვისი;
  • ინფრასტრუქტურა - მოწესრიგებული სადეგუსტაციო სივრცე და შესაბამისი ჭურჭელი, მარანი, ეზო და სველი წერტილები.

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის ელექტრონული პირადობის მოწმობა;
  • ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.
     

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1კონსულტაციის მიღება იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტისგან
2განაცხადის შევსება
3სააგენტოსთან კომუნიკაცია და დამატებითი კრიტერიუმების დაკმაყოფილება
4მანიშნებლების განთავსების პროექტში ჩართვა

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში განაცხადის შევსება ხორციელდება კომპანიის დირექტორის მიერ.

ნიშნულის მონტაჟის მომსახურეობა უფასოა.

ადგილზე უნდა ხდებოდეს ღვინის წარმოება, ხელმისაწვდომი იყოს ღვინოსთან დაკავშირებული გარკვეული სერვისები და ობიექტზე უნდა არსებობდეს გამართული და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა - როგორც სადეგუსტაციო სივრცე, ასევე მარანი, ეზო, სანიტარული კვანძები და სხვა.