მოქმედი

დანერგე მომავალი

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

  • მრავალწლოვანი ბაღების გაშენება;
  • სანერგე მეურნეობების შექმნა/განვითარება;
  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობა.

image
მოკლე აღწერა:

ფინანსური და ტექნიკური დახმარება მრავალწლოვანი კულტურების ახალი ბაღების გაშენებისთვის, არსებული ბაღების მოდერნიზაციისთვის, სანერგე მეურნეობის შექმნისა ან განვითარებისთვის.

შენიშვნა: პროგრამა არ ვრცელდება შემდეგ ქალაქებზე: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ფოთი.

image
ბენეფიტები:

ბაღების კომპონენტში, ფინანსდება:

  • შესაძენი ნერგების ღირებულების 70%;
  • წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50% (არაუმეტეს 1 250 ლარისა 0.5 ჰა-ზე).

კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტში, ფინანსდება:

  • ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისთვის და ბაღის გასაშენებლად საჭირო მასალების შეძენის  ღირებულების 100%.

სანერგეს კომპონენტში, ფინანსდება:

  • სანერგე მეურნეობის პროექტის ღირებულების არაუმეტეს 70% (ჯამურად არაუმეტეს 500 000 ლარის).

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის კომპონენტში, ფინანსდება:

  • ვენახის, ვაშლის, მსხლის და ბლის ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 10%;
  • ჭის/ჭაბურღილის მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50% (არაუმეტეს 15 000 ლარის);
  • წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულების 50% (არაუმეტეს 1 250 ლარისა 0.5 ჰა-ზე).

image
მიზნობრივი ჯგუფი:

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივი

შენიშვნა: ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს, პაის ან აქციებს. 
 

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • მიწის ნაკვეთის საკუთრების შემთხვევაში - სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ საკუთრებად რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
  • იჯარის შემთხვევაში - სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის იჯარის დარჩენილი პერიოდი პროგრამაში განაცხადის წარდგენისას უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 წელს;
  • ფერმერი რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში.

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ბაღების კომპონენტი

  • შევსებული განაცხადი; 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 
  • რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (კოოპერატივის შემთხვევაში); 
  • პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის); 
  • სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ; 
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში ამონაწერთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; 
  • ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული შესაბამისი მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს რეგიონული სამსახურის მიერ; 
  • ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება;
  • მომწოდებლის საბანკო რეკვიზიტები; 
  • შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია, სპრინკლერ-ირიგაცია) ინვოისები ან/და ხელშეკრულება;
  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ საკუთარი ნერგების გაშენების შემთხვევაში სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" მიერ გაცემული ცნობა ნერგების / ბენეფიციარის სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის შესახებ; 
  • ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

    
კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტი    
    
პირველად ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:    

  • შევსებული პირველადი განაცხადი; 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (კოოპერატივის შემთხვევაში); 
  • რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (კოოპერატივის შემთხვევაში);
  • პირადობის მოწმობის ასლი (კოოპერატივის შემთხვევაში - თავმჯდომარის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის); 
  • სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის" მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული ყველა მრავალწლიანი კულტურისათვის ნაკვეთის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა); 
  • დასკვნა მიწის ნაკვეთის წყლისა და დენის წყაროთი უზრუნველყოფისა და გასაშენებელ მიწის ნაკვეთზე ნარგავების/ნაგებობების არარსებობის შესახებ, გაცემული შესაბამისი მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ რეგიონული სამსახურის მიერ;
  • საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ცნობა 2018 წლის 29 მაისის მდგომარეობით პოტენციური ბენეფიციარის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ჯამური ფართობის შესახებ;
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

    
მეორე ეტაპზე წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა     

  • შევსებული მეორადი განაცხადი; 
  • დასკვნა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული შესაბამისი მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის მიერ; 
  • ნერგების შესყიდვის ინვოისი ან/და ხელშეკრულება, სადაც მითითებული უნდა იყოს: ნერგების რაოდენობა, თითოეული ნერგის ფასი, ჯამურად ნერგების ღირებულება, ნერგის მახასიათებლები, მიწოდების პირობები და მომწოდებელის საბანკო რეკვიზიტები; 
  • შესასყიდი სარწყავი სისტემის (წვეთოვანი ირიგაცია, სპრინკლერ-ირიგაცია) ინვოისები;
  • კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შესყიდვის ინვოისები ან ხელშეკრულება;
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია.

სანერგეს კომპონენტი    

  • შევსებული განაცხადის ფორმა; 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 
  • უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ცნობა სსიპ "შემოსავლების სამსახურიდან" დავალიანების შესახებ;
  • ნოტარიულად დამოწმებული დამფუძნებელთა კრების ოქმი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების აღების შესახებ;
  • სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა განაცხადით გათვალისწინებული მრავალწლიანი კულტურების სანერგის მოწყობის ადგილის ნიადაგის ვარგისიანობისა და შესაბამისობის შესახებ;
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა);
  • ცნობა მიწის ნაკვეთის დამუშავების შესახებ, გაცემული სააგენტოს შესაბამისი რეგიონის რეგიონალური სამსახურის მიერ;
  • ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის პროექტის საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული შესყიდვების ინვოისები ან გაფორმებული ხელშეკრულებები

შენიშვნა: ინტენსიური ტიპის საძირე ნერგებისა და სადედე ნერგების მიზნობრიობის შემთხვევაში დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს შესაძენი ნერგების უვირუსოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერთიფიკატი;    

  • ბენეფიციარის მიერ სააგენტოში წარდგენილი სანერგე მეურნეობის პროექტით გათვალისწინებული თანამონაწილეობის თანხის (მათ შორის შეღავათიანი აგრო კრედიტი) ხელმისაწვდომობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები;
  • სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა,  წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ;
  • სხვა დოკუმენტაცია, რომლის წარმოდგენას განსაზღვრავს სააგენტო.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებისთვის:    

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 
  • რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (კოოპერატივის შემთხვევაში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ− საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);
  • შესასყიდი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
  • სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნა განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების შესაბამისობის შესახებ;
  • ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.

    
ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობისთვის:    

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 
  • რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (კოოპერატივის შემთხვევაში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);
  • მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება; (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ− საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);
  • ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე ჭის/ჭაბურღილის მომწყობი/რეალიზატორი კომპანიიდან;
  • სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი არ არის წყლით უზრუნველყოფილი (იმ შემთხვევაში, თუ პოტენციურ ბენეფიციარს სურს, დაუფინანსდეს ჭის/ჭაბურღილის მოწყობის ღირებულება);
  • სსიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის მიერ გაცემული დასკვნა განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების შესაბამისობის შესახებ.
     

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1კონსულტაციის მიღება იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტისგან
2პირველადი განაცხადის შევსება
3კომუნიკაცია სააგენტოს სპეციალისტთან
4ნიადაგის სინჯების წარდგენა (მხოლოდ ბაღების კომპონენტში)
5პროგრამის განაცხადის შევსება და თანმდევი დოკუმენტების გაგზავნა
6მეორე ეტაპის განაცხადის შევსება და თანმდევი დოკუმენტების გაგზავნა
7ბიზნეს გეგმის წარდგენა (მხოლოდ სანერგეების კომპონენტში)
8ხელშეკრულების გაფორმება და თანადაფინანსების ათვისება
9შემაჯამებელი მონიტორინგი

ხშირად დასმული კითხვები

რეგისტრაცია ხორციელდება ტელ. ნომერზე: 1501

ნერგის შეძენა შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობიდან ან ნერგის იმპორტის მეშვეობით.

თანხის არსებობა დასტურდება ბანკიდან შესაბამისი ცნობით, თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი თავად იყოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა.

პროგრამის ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს პროგრამის სამივე კომპონენტით: ბაღების გაშენების, სანერგე მეურნეობის განვითარებისა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის თანადაფინანსების სერვისით.