დაგეგმილი

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას:

  • ბიოწარმოების სერტიფიცირება;
  • საკონსულტაციო მომსახურება;
  • ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა;
  • ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა;

თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.

image
მოკლე აღწერა:

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად.

პროგრამის ამოცანაა ბიოწარმოების მსურველი პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა. 

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

image
მიზნობრივი ჯგუფი:

პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას:

  • ბიოწარმოების სერტიფიცირება;
  • საკონსულტაციო მომსახურება;
  • ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა;
  • ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა;

თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

პროგრამით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების ანაზღაურების მისაღებად:

  • პოტენციურ ბენეფიციარი დაინტერესებული უნდა იყოს ბიოწარმოების დაწყებით ან/და იმყოფებოდეს კონვერსიის პერიოდში;
  • პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს პროგრამით განსაზღვრულ მიზნობრიობას ან/და მიზნობრიობებს.
  • პოტენციური ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ წარმოებული ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის მიერ წარმოებულ რეესტრში. 

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
  • ამონაწერი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საკუთრებაში/თანასაკუთრებაში  ან/და სახელმწიფოსგან/მუნიციპალიტეტისგან იჯარით (იჯარის დარჩენილი ვადა უნდა იყოს არანაკლებ 10 წელი) მიღებული მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ;

შენიშვნა*: მეფუტკრეობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ არის სავალდებულო. 

შესასყიდი საქონლის/მომსახურეობის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი, რომელიც  აუცილებელი წესით უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  1. მხარეთა რეკვიზიტები;
  2. მიწოდების ვადა;
  • საკონსულტაციო კომპანიის მიერ გაცემული ყოველწლიური კონვერსიის გეგმა, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;
  • პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა/ამონაწერი საფინანსო ინსტიტუტიდან შესაბამისი თანხის ანგარიშზე არსებობის შესახებ ან/და ცნობა საფინანსო ინსტიტუტიდან სესხის დამტკიცების თაობაზე ან/და დონორი ორგანიზაციის მიერ გაცემული ცნობა პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
  • საბანკო რეკვიზიტები;
  • სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და სსიპ - „აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებული პირების ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების საბაზრო ფასებთან შესაბამისობის შესახებ, რომელსაც აუცილებელი წესით თან უნდა ჰქონდეს დართული ინვოის(ებ)ი ან/და ხელშეკრულება;
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში. 

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის პროცესი: