მოქმედი

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

ვაშლის გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებსაც 2022 წლის  განმავლობაში განზრახული აქვთ ვაშლის მიღება-გადამუშავება, ვალდებულნი არიან:

გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით -  საკოორდინაციო შტაბში;  კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ რეგისტრაციის  წერილი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით info@rda.gov.ge  ელექტრონულ ფოსტაზე.

აღნიშნულ წერილში უნდა მიუთითონ შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის დასახელება
  • ვაშლის მისაღები პუნქტის მისამართი
  • საიდენტიფიკაციო ნომერი
  • საკონტაქტო პირის სახელი გვარი
  • საკონტაქტო პირის მეილი
  • საკონტაქტო პირის მობილური ნომერი
  • კომპანიის საბანკო რეკვიზიტები (ლარის ანგარიში);
  • სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიური ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სატრანსპორტო სასწორის დამოწმების შესახებ, რომელიც გაცემული უნდა იყოს 1 აგვისტოს შემდეგ.
  • საწარმოს ინტერნეტით და შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეო კონტროლის შესაბამისი სისტემით აღჭურვის შესახებ ინფორმაცია. 

საკორდინაციო შტაბის მისამართი: ქ. გორი, გრიგოლ  ფერაძის N5 

image
მოკლე აღწერა:

პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

სოფლის განვითარების სააგენტო, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, არასტანდარტული ვაშლის გადამამუშავებელ კომპანიებზე რომლებიც 2023 წლის სექტემბრის დასაწყისიდან 15 დეკემბრამდე 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს შეისყიდიან არანაკლებ 0.24 ლარად, გასცემს სუბსიდიას 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე - 0.10 ლარის ოდენობით. 

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით განსაზღვრული ნებისმიერი დოკუმენტაციის მიღება ხორციელდება ელექტრონული ფორმით ელ. ფოსტის მისამართზე: document@rda.gov.ge 

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის პროცესი: