მოქმედი

აგროდაზღვევა

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების მოსავლის დაზღვევა.

image
მოკლე აღწერა:

სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო  რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში).

image
ბენეფიტები:

  • 70% -იანი თანადაფინანსება პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე - 50%;

შენიშვნა: არ იზღუდება მარცვლეული კულტურისა და სხვა კულტურების ერთდროულად დაზღვევა.

 

image
მიზნობრივი ჯგუფი:

ფერმერი (ფიზიკური და იურიდიული  პირი), რომელიც ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთ(ებ)ი.

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • იზღვევა მხოლოდ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები;
  • დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე რეგისტრირებული უნდა იყოს „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის“ ფარგლებში წარმოებულ რეესტრში;
  • პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს:
    • 5 ჰა-მდე მიწის  ფართობი;
    • 30 ჰა-მდე მიწის  ფართობი მარცვლოვანი კულტურის შემთხვევაში.

შენიშვნა: მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის და პრემიის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს.

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განმცხადებლის ელექტრონული პირადობის მოწმობა;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი (ორგანიზაციის რეგისტრირების შემთხვევაში);
  • სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
     

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1კონსულტაციის მიღება იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტისგან
2განაცხადის შევსება და სადაზღვევო კომპანიაში გაგზავნა
3სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია და დაზღვევის პროცედურების გავლა
4პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმების შეფასება
5დაზღვევის პროექტის დამტკიცება და ხელშეკრულების გაფორმება

ხშირად დასმული კითხვები

მოვლენის დადგომისას ბენეფიციარი ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე სადაზღვევო კომპანიას ან სამინისტროს ცხელ ხაზს (15 01) 24 საათის განმავლობაში. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში, ტელეფონით ან ელექტრონულად, მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელ. ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი.

ბენეფიციარის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, 21 კალენდარული დღის ვადაში მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში და 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში.

მოსავლის აღების პერიოდში სასოფლო-სამეურნეო კულტურის საშუალო საბაზრო ფასის დადგენიდან 15 სამუშაო დღეში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ბენეფიციართან გააფორმოს ანაზღაურების აქტი, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება სადაზღვევო ანაზღაურების აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღეში.

რეგისტრაცია ხორციელდება ტელ. ნომერზე: 1501