მოქმედი

აგრო და ეკო ტურიზმის განვითარება

image
მხარდაჭერილი საქმიანობები:

  • აგრო ტურისტული ობიექტები;
  • ეკო ტურისტული ობიექტები.

image
მოკლე აღწერა:

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის საშუალებით აგრო და ეკო-ტურიზმის მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა.

image
ბენეფიტები:

  • დამტკიცებული კრედიტის/ლიზინგის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სრული ვადით, საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული:
    • 5% - სესხის შემთხვევაში;
    • 3% - ლიზინგის შემთხვევაში.
  • დამტკიცებული სესხის ძირის არაუმეტეს 60 %-ის გარანტირება, მაქსიმუმ 10 წლის ვადით;
  • გრანტი (დამტკიცებული სესხის 15%, არაუმეტეს 500 000₾);
  •   ​​​​​​​სსიპ „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მხარდაჭერით  ბენეფიციარებს შესაძლებლობა ეძლევათ უმასპინძლონ ადგილობრივ და საერთაშორისო ინფო-ტურებს; მიიღონ დახმარება პერსონალის ტრენინგისთვის ან  ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობისთვის.

შენიშვნა: სესხის/ლიზინგის მინიმალური ოდენობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს.

image
მიზნობრივი ჯგუფი:

“მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი.

შენიშვნა: გარდა სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა.

 

image
მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • ჩამოთვლილთაგან ბენეფიციარი სთავაზობს მინიმუმ ერთ მომსახურებას:
  • განთავსება;
  • კვებითი ობიექტი;
  • საგანმანათლებლო/შემეცნებითი;
  • გასართობი/რეკრეაციული.
  • აგრო-ტურისტული მიმართულებით, ბენეფიციარი:
  • ფლობს ფერმერულ მეურნეობას (საკუთრება/მართლზომიერი სარგებლობის უფლება);
  • რეგისტრირებულია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ბიზნესოპერატორად;
  • რეგისტრირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმათა/ფერმერთა რეესტრში.

შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში აიკრძალება შვილობილი/მშობელი კომპანიის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუ მათ მიერ აღებული სესხების ჯამური მოცულობა აღემატება 10 მლნ ლარს. ამასთან, აკრძალვა ვრცელდება კლასიფიკატორის (NACE 2) შესაბამისად მხოლოდ ერთსა და იმავე განყოფილებაში მყოფ კომპანიებზე (პროგრამის მიზნებისათვის შვილობილად განიმარტება მეწარმე სუბიექტი, რომელშიც პროგრამის ბენეფიციარი ფლობს წილის 50 ან 50-ზე მეტ პროცენტს).

image
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ბანკის / სალიზინგო კომპანიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

image
ვადები:

განაცხადების მიღება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

image
პროგრამაში ჩართვის პროცესი:
1ბანკთან/სალიზინგო კომპანიასთან კომუნიკაცია და საკრედიტო პროცედურების გავლა
2სესხის/ლიზინგის დამტკიცება
3ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ განაცხადის სააგენტოში გადმოგზავნა
4სააგენტოს მხრიდან სესხის/სალიზინგო პროექტის შესახებ მოთხოვნის დადასტურება
5სესხის/ლიზინგის გაცემა
6ბენეფიციარის მხრიდან საგრანტო განაცხადის სააგენტოსთვის წარდგენა
7გრანტის მიღება