„სამკერვალო კომპანია იმერი“

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა „სამკერვალო კომპანია იმერი“ წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი და ოფიციალური მიმწოდებელი გახდა. 

კომპანიის მიერ შეკერილი ტანსაცმელი სხვადასხვა ქვეყნებში, ცნობილი ბრენდის “M&S” მაღაზიებში, იარლიყით Made in Georgia (დამზადებულია საქართველოში) გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ ქ. ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 400-მდე ადამიანი.

შპს „სამკერვალო კომპანია იმერი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 800 ათას ლარზე მეტს შეადგენს. 
 

წარმატების ისტორია

Sisters’ Cafe ყვარელში

ლიზი სეფაშვილი ყვარელში ცხოვრობს. ის სააგენტოს „აწარმოე საქა...

სასტუმრო „ბელვიუ“ სიღნაღში

თეა ფირაშვილი სიღნაღში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მან ქალა...

საოჯახო სასტუმრო გორში

თამარ კარელიძე გორში ცხოვრობს, ის სააგენტოს „აწარმოე საქართვ...

საცხობი მცხეთაში

თამილა კურტანიძე მცხეთაში ცხოვრობს, ის სააგენტოს „აწარმოე სა...

საოჯახო სასტუმრო სიღნაღში

დავით დურგლიშვილი სიღნაღში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც კახეთის...

სილამაზის სალონი თელავში

ბელა ლაჩაშვილი თელაველია. ის უკვე რამდენიმე წელია, სილამაზის...

პარაპლანით ფრენა - ახალი ტურისტული სერვისი სიღნაღში

ალექსანდრე გურგენიძე სიღნაღში ცხოვრობს. ის სააგენტოს „აწარმო...

ყავის კაფსულების ქარხანა თბილისში

„მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული...

კომპანია „ელსელემა“

საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკ...

კომპანია „გეფერინი“

ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ საკუთარ პროდ...

ქართული შოკოლადი „ბარამბო“ ისრაელში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული შოკოლა...

შპს „აჭარა ტექსტილე“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს...