საოჯახო სასტუმრო გორში

თამარ კარელიძე გორში ცხოვრობს, ის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარია.  რამდენიმე წლის წინ თამარს თანამოაზრეებთან ერთად, ტურიზმის სფეროში ბიზნესის დაწყების იდეა გაუჩნდა. ასე შეიქმნა გორის ერთ-ერთი გამორჩეული საოჯახო სასტუმრო, რომელიც ქალაქში ჩასულ სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროს ეზოში მოწყობილია დასასვენებელი ფაცხა, საქანელები, პარკინგი, ხელოვნური ჩანჩქერი, სადაც ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა თავად დაიჭირონ, ადგილზევე ბუხარში შეწვან და დააგემოვნონ საუკეთესო ჯიშის თევზი.    
თამარი და მისი პარტნიორები საქმეს დიდი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. ისინი მუდმივად ეძებდნენ გზებს სასტუმროში განთასვსების პირობების გასაუმჯობესებლად. მალე ასეთი შესაძლებლობაც გამოჩნდა. მათ შეიტანეს განაცხადი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე და გრანტიც მიიღეს. მიღებული დაფინანსებით, თამარმა და მისმა მეგობრებმა  გააუმჯობესეს სასადილო, სამზარეულო და საძინებელი ოთახები, ეზო და ღვინის მარანი, რამაც  შესაძლებლობა მისცათ ტურისტებისთვის შეეთავაზებინათ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება.

 

თამარს ბიზნესის გასავითარებლად სხვა იდეებიც აქვს. მას სჯერა, რომ გუნდური მუშაობით და სახელმწიფოს სათანადო ხელშეწყობით, გორის ტურისტული პოტენციალის გასაძლიერებლად, ბევრი სასიკეთო პროექტის განხორციელება შეიძლება.

წარმატების ისტორია

Sisters’ Cafe ყვარელში

ლიზი სეფაშვილი ყვარელში ცხოვრობს. ის სააგენტოს „აწარმოე საქა...

სასტუმრო „ბელვიუ“ სიღნაღში

თეა ფირაშვილი სიღნაღში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მან ქალა...

საცხობი მცხეთაში

თამილა კურტანიძე მცხეთაში ცხოვრობს, ის სააგენტოს „აწარმოე სა...

საოჯახო სასტუმრო სიღნაღში

დავით დურგლიშვილი სიღნაღში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც კახეთის...

სილამაზის სალონი თელავში

ბელა ლაჩაშვილი თელაველია. ის უკვე რამდენიმე წელია, სილამაზის...

პარაპლანით ფრენა - ახალი ტურისტული სერვისი სიღნაღში

ალექსანდრე გურგენიძე სიღნაღში ცხოვრობს. ის სააგენტოს „აწარმო...

ყავის კაფსულების ქარხანა თბილისში

„მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული...

„სამკერვალო კომპანია იმერი“

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა „სამკერვალო კო...

კომპანია „ელსელემა“

საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკ...

კომპანია „გეფერინი“

ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ საკუთარ პროდ...

ქართული შოკოლადი „ბარამბო“ ისრაელში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული შოკოლა...

შპს „აჭარა ტექსტილე“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს...