ყავის კაფსულების ქარხანა თბილისში

„მეამა“ მაღალტექნოლოგიური კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, ის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების პროგრამის ბენეფიციარია.

კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ერთადერთია, ვინც ერთდროულად აწარმოებს, როგორც ევროპული, ისე ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. საწარმოში ასევე მზადდება წმინდად დაფქული ყავა, რომელიც გემოს სრულად  შენარჩუნების მიზნით, ინდივიდუალურ შეფუთვაშია მოთავსებული.

„მეამას“ ყავის ქარხანა 30 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და წარმოადგენს ბრენდის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას. შენობა ყურადღებას იქცევს თავისი განსხვავებული არქიტექტურით, ის 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily & Strelka Award“-ის გამარჯვებული გახდა.

„მეამა“ მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ და განსხვავებულ გამოცდილებას,  ამჟამად შექმნილია 15-ზე მეტი განსხვავებული ნაზავი (მათ შორის უკოფეინო), რაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად აღმოაჩინოს საკუთარი გემო.

პროდუქტები მზადდება პროფესიონალი ყავის ტექნოლოგების მიერ, რომლებმაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში მიიღეს საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება. შედეგად  მათ შექმნეს ინდივიდუალური რეცეპტები, რომლებიც „მეამას“ ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს.

კომპანია გეგმავს მსოფლიო ბრენდი გახდეს და ქარხნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პროდუქტები ექსპორტზე გაიტანოს. კომპანიაში ამჟამად 120 ადამიანია დასაქმებული. 
 

წარმატების ისტორია

Sisters’ Cafe ყვარელში

ლიზი სეფაშვილი ყვარელში ცხოვრობს. ის სააგენტოს „აწარმოე საქა...

სასტუმრო „ბელვიუ“ სიღნაღში

თეა ფირაშვილი სიღნაღში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მან ქალა...

საოჯახო სასტუმრო გორში

თამარ კარელიძე გორში ცხოვრობს, ის სააგენტოს „აწარმოე საქართვ...

საცხობი მცხეთაში

თამილა კურტანიძე მცხეთაში ცხოვრობს, ის სააგენტოს „აწარმოე სა...

საოჯახო სასტუმრო სიღნაღში

დავით დურგლიშვილი სიღნაღში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც კახეთის...

სილამაზის სალონი თელავში

ბელა ლაჩაშვილი თელაველია. ის უკვე რამდენიმე წელია, სილამაზის...

პარაპლანით ფრენა - ახალი ტურისტული სერვისი სიღნაღში

ალექსანდრე გურგენიძე სიღნაღში ცხოვრობს. ის სააგენტოს „აწარმო...

„სამკერვალო კომპანია იმერი“

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარმა „სამკერვალო კო...

კომპანია „ელსელემა“

საქართველოში შვეიცარიის პოლიციისთვის უნიფორმები შეიკერა. შეკ...

კომპანია „გეფერინი“

ტყავის ჩანთების მწარმოებელი კომპანია „გეფერინი“ საკუთარ პროდ...

ქართული შოკოლადი „ბარამბო“ ისრაელში

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული შოკოლა...

შპს „აჭარა ტექსტილე“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს...