გომის მთა

2015 წლის აპრილში გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუკვაძის ინიციატივით ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ესტუმრენ გურიას. სტუმრობის მიზანი იყო ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნა დასახელებით „ზღვიდან ღრუბლებში - 40 წუთში“, რაც გულისხმობდა ურეკის სანაპიროდან გომის მთაზე 40 წუთში, ღრუბლებს ზემოთ მოხვედრას.

იმ დროისთვის გომის მთას სტუმრობდნენ ძირითადად გურიისა და აჭარის მკვიდრი მოსახლეობა. ადგილი უფრო ნაცნობი იყო მოლაშქრეებისთვის, რომელთაც ჰქონდათ კარვებით სიარულის გამოცდილება. საერთაშორისო ვიზიტორებისათვის, გომის მთასთან შედარებით, მეტად ცნობილი და პოპულარული იყო კურორტი ბახმარო. 

გომის მთის ლანდშაფტური წყობით აღფრთოვანების შემდეგ ადმინისტრაციამ დაგეგმა ჟურნალისტების და ფოტოგრაფების ვიზიტი პროექტ „გაიცანი საქართველო“-ს ფარგლებში.

სიუჟეტების და ფოტო მასალის გამოქვეყნების შემდეგ გომის მთამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსახლეობაში. გვიკავშირდებოდნენ ადმინისტაციისა და პირად სოციალურ გვერდებზე, გვთხოვდნენ ინფორმაციას ადგილის შესახებ. აღნიშნულმა თავის მხრივ განაპირობა ახალი ამოცანების ფორმირება, რაც მოიცავდა მსგავსი ადგილების აღმოჩენას და მოსახლეობამდე მიტანას.

მომავალ წლებში გომის მთის, როგორც გამორჩეული ლანდშაფტური მდებარეობის,  ინტეგრირებას ვახდენდით სხვადასხვა ტურებში ჟურნალისტებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, ფოტოგრაფებისთვის და ყოველ წელს თვალნათელი ხდებოდა მთაზე გაჩენილი ახალი სახლები, განთავსების ობიექტები და ადგილობრივი მასპინძლები.

2020 წელს გასტრონომიული ტურის ფარგლებში კვლავ ვეწვიეთ გურიას, სადაც აჭარლებმა გასტრონავტებს და შეფებს წარუდგინეს  აჭარული კერძების მთაში მომზადების მასტერკლასი. ამასთან, საინტერესოა ის ფაქტიც რომ წელს, ხსენებული სასწავლო ჩვენება უკვე წარმოადგენდა ტურისტულ პროდუქტს, რამაც თავისმხრივ გამოიწვია ტურისტული კომპანიების დაინტერესება როგორც უშუალოდ სანახაობით, ასევე კვების მომსახურებითაც. 
 

წარმატების ისტორია

საოჯახო მეღვინეობა „ოდა“ - მარტვილი

საოჯახო მეღვინეობა - „ოდა“ სამეგრელოს მევენახეობით განთქმულ...

მარანი „მარადიული“ - სოფელი მერჯევი, საჩხერე

მარანი 2016 წლიდან ჩაერთო „ღვინის გზის“ პროექტში. დამონტაჟდა...

მარანი „სიმონაი ზაოტი“ - სოფელი ჩუმლაყი, გურჯაანი

საოჯახო მარანი ,,სიმონაი ზაოტი“ 2006 წლიდან ფუნქციონირებს და...

ღვინის ეზო N1 - სოფელი ახალსოფელი, ყვარელი

ღვინის ეზო N1 - ,, შენ ოჯახი საქრთველოში ‘’ - ოჯახური ტიპის...

ღვინის სახლი „გურჯაანი“ - ქალაქი გურჯაანი, რუსთაველის 28

მარანმა ფუნქციონირება დაიწყო 2007 წელს, მაშინ, როდესაც ფაქტო...