„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.
ბენჯამინ კემპერი სტატიაში დეტალურად აღწერს საქართველოს სამთო კურორტებს და მათ შესაძლებლობებზე საუბრობს.
„საქართველოს შესახებ პირველი რაც მოგზაურებს თავში მოსდით ეს უძველესი ღვინის დამზადების ტრადიცია, ეპიკური ხაჭაპური და ტრენდული ღამის კლუბებია, მაგრამ ამ ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძური თოვლით დაფარული მთებია. 1200 კილომეტრზე გადაჭიმული კავკასიონის მთები საქართველოს ტერიტორიის 60%-ს მოიცავს, ალპები კავკასიონთან შედარებით ბავშვის სათამაშოს ჰგავს.“
სტატიის ავტორის თქმით, საქართველოში ჩამოსვლა საკმაოდ იაფია. ავიაკომპანია Raynair-ის ბილეთები ევროპული ქალაქებიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით 20 დოლარიდან იწყება, შედეგად საქართველო ევროპული სამოგზაურო მიმართულებების სიას დაემატა.
„ საქართველოს ყველაზე პოპულარული ზამთრის კურორტი გუდაური თბილისიდან 90 წუთის სავალზეა. კურორტი ზღვის დონიდან 2196 მეტრზე მდებარეობს. აქ ავტომობილების სადგომები უფრო მაღალზეა, ვიდრე ალპების ფერდობთა უმრავლესობა, გარშემო თუ მიმოიხედავთ, შეამჩნევთ, რომ ამ სიმაღლეზე უკვე ხეები აღარ იზრდება. ახალი საბაგირო გუდაურს კობთან აკავშირებს და ჯვრის უღელტეხილს კვეთს. ეს საბაგირო სამთო კურორტსა და სტეფანწმინდას შორის კომუნიაციას ამარტივებს. სტეფანწმინდა ტურისტების სიხშირით გამორჩეული დაბაა, რომელიც მყინვარწვერთან მდებარეობს და მთიდან გერგეტის სამება გადმოჰყურებს.“-წერს ჟურნალისტი.
ბენჯამინ კემპერი დეტალურად აღწერს ბაკურიანს და სვანეთის სამთო კურორტებს თეთნულდს და ჰაწვალს.
„თუ გსურთ თავგადასავლებს გემო გაუსინჯოთ სვანეთში უნდა წახვიდეთ, რომელიც შუასაუკუნოვანი კოშკებით და მთის ტრადიციების გავლენით გამოირჩევა.“
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით CNN საქართველოს შესახებ კიდევ რამდენიმე სტატიას მოამზადებს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა.
„კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს არსებული და პოტენციური მეწარმეების მხარდაჭერას.
2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს გერმანიაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.
თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა“ გაფართოვდება.