შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფიანსებულმა ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა

18 აპრილი 2022

მცხეთის მუნიციპალიტეტში, კომპანიის დ_სნეილლენდი ლოკოკინის ფერმა გასულ წელს ამოქმედდა, ფერმის მოსაწყობად სრული ინვესტიცია 400,000 ლარზე მეტი განხორციელდა, მათ შორის შეღავათიანი აგროკრედიტი 260,000 ლარია. ფერმაში 6 ადამიანია დასაქმებული.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ლოკოკინის წარმოების მიზნობრიობით გაცემულია 10 მლნ ლარზე მეტი სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 1 მლნ ლარს აღემატება.