გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში, სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების ანგარიში წარადგინა.
მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, რომელიც პრემიერის ინიციატივით 2021 წელს დაიწყო, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2,327 ბენეფიციარმა თანადაფინანსებით მიიღო სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 45,6მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ტექნიკური დახმარების პროგრამას, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს, 132-მა კომპანიამ მიიღო სახელმწიფო თანადაფინანსება, მათ შორის 52 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია. ტექნიკური დახმარების პროგრამა მოიცავს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, პროდუქციის ბრენდირებისა და შეფუთვის, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურების, პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებასა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა.
„კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს არსებული და პოტენციური მეწარმეების მხარდაჭერას.
2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს გერმანიაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.
თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.
„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა“ გაფართოვდება.
შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის დანერგე მომავალი ბენეფიციარებს სწავლება ჩაუტარდათ
ფოთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო
სახელმწიფოს და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობას მწვანილი ექსპორტზე გააქვს
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
დოჰა,საერთაშორისო გამოფენა,ქართული პროდუქცია
ტრენინგის მონაწილეები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ფერმაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგიის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ბოლო წლებში, საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა“
სახელმწიფოს ხელშეწყობით, 51 შემნახველი მეურნეობა შეიქმნა
სახელმწიფო ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფიანსებულმა ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ინდმეწარმემ, ზაქარია იაკობიშვილმა, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ავეჯის მცირე საწარმოს მოდერნიზება მოახდინა, რისთვისაც 29,000 ლარი საგრანტო დაფინანსება მიიღო
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესი შეიქმნა.
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა.