სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

06 ივლისი 2023

სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო  პროგრამების მეშვეობითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ავითარებს ლურჯი მოცვის წარმოებას. დაფინანსებულია 2,500 ჰექტარზე მეტ ფართობზე ლურჯი მოცვის გაშენება.  Usaid-ის ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია ის, რომ სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში  იყიდება“ -  განაცხადა სოფლის განვათარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ

ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში, ლურჯი მოცვი გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.

ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამას,  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა  სოფლის განვითარების სააგენტოსთან და  სააგენტოსთან  „აწარმოე საქართველოში“ ერთად ახორციელებს.