სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა. ფერმერმა 8 ჰექტარზე ბლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 72,000 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 49,000 ლარი ნერგების შესაძენად, ხოლო 23,000 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს იგი პირველი მოსავლის სახით 30 ტონა ბალს ელოდება. ბაღში 32 ადგილობრივია დასაქმებული.
„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს. შიდა-ქართლის რეგიონში, სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2,400 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა. პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნაში, ეტაპობრივად, პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით უზრუნველყოფა და იმპორტის ჩანაცვლება ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია“, - განახადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.
პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 2015 წლიდან ახორციელებს. „ერთიან აგროპროექტი“ გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა.
„კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს არსებული და პოტენციური მეწარმეების მხარდაჭერას.
2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს გერმანიაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.
თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.
„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა“ გაფართოვდება.