საერთაშორისო გამოფენაზე RIGA FOOD 2023 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო

27 ივნისი 2023

2023 წლის 7 - 9 სექტემბერს ქალაქ რიგაში, ლატვია, გაიმართება „Riga Food 2023“ საერთაშორისო გამოფენა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 400-ზე მეტი კომპანია 25-მდე ქვეყნიდან, მათ შორის იქნება 12-მდე ნაციონალური პავილიონი. სურსათის, სასმელების, საკვების გადამამუშავებელი ტექნოლოგიების, შეფუთვის, ინოვაციების, Horeca-ს და მაღაზიის აღჭურვილობისა და სერვისების საერთაშორისო გამოფენა "Riga Food" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვების მრეწველობის გამოფენა ბალტიის პირეთის ქვეყნებში.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ  საკვები ან/და სასმელი  პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს.

გამოფენაში მონაწილების მისაღებად საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://rda.gov.ge/articles/exhibitions

 კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით სააგენტოს საინფორმაციო დეპარტამენტს ნომერზე:

გისურვებთ წარმატებას!