რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები ფრანგული ყველის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ

22 მარტი 2022

ევროკავშირისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამართული ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი, პროექტის FinExCoop საქართველო ფარგლებში, ფრანგმა ექსპერტმა,  პატრიკ ანგლადემ ჩაატარა. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული სწავლება მოიცავდა ნედლი რძის დამუშავების და ყველის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის გაცნობას.

ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი 20-ზე მეტი კოოპერაციული საწარმოს წარმომადგენს ჩაუტარდა

პროექტი „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ  EU (NIF) პროგრამის ფარგლებში. პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია  საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD) ხდება. ოთხწლიანი პროექტი  მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის საქართველოში.