2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს გერმანიაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დაესწრო.
„პირველ რიგში ეს არის აღიარება, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფად მზარდი და მიმზიდველი ტურისტული ბაზარია. როგორც იცით 2019 წელს 9,300,000 -ზე მეტ ვიზიტორს ვუმასპინძლეთ, თითქმის ჩვენს მოსახლეობაზე სამჯერ მეტს. ეს იმის აღიარებაა, რომ ჩვენ ვატარებთ სწორ პოლიტიკას ტურიზმის სფეროში. პირველ რიგში ეს ის ინფრასტრუქტურაა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით და რამაც ტურისტებისთვის შესაძლებელი გახადა აქ კომფორტული დასვენება, ჩამოსვლა. ჩვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მდიდარი კულტურა, მდიდარი ტრადიციები, რაც საქართველოს უნიკალურს ხდის; ლიბერალური, ღია ცის პრინციპი და სულ უფრო მეტი პირდაპირი ფრენები, რასაც ჩვენ ვეხმარებით; ქვეყნის სწორი მარკეტინგული პოზიციონირება, რაზეც მუშაობს ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; იმის აღიარება, რომ საქართველო გახდა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა.“-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
„საქართველომ საკმაოდ რთულ კონკურსში გაიმარჯვა და ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა გავხდით, რომელიც ყოველწლიურად ბერლინში იმართება . 2022 წელს საქართველო წარდგება აღნიშნულ გამოფენაზე განსაკუთრებული პოზიციონირებით. ჩვენ როგორც გამარჯვებულებს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას მივიღებთ, ჩვენ გვექნება პირდაპირი წვდომა 1 მილიარდიან აუდიტორიასთან და ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი შესაძლებლობა ჩვენი კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ერთად გადავაბიჯებთ ტურიზმის აბსოლუტურად ახალ ერაში, რომელიც საქართველოში მოიზიდავს ევროკავშირის ძალიან ბევრ მოგზაურს, ასევე მოგზაურებს სტრატეგიული ქვეყნებიდან, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა წლებია უკვე ინვესტირებას ახდენს.
კონკურსი იყო საკმაოდ რთული. მონაწილეობდა 30-მდე ქვეყანა. ყველა ეს ქვეყანა ტურისტულად ძლიერი და აქტიურია, ისტორიულად სტუმართმასპინძლობით გამოირჩევა. ბოლო 7-8 თვეა ვმონაწილეობთ აღნიშნულ კონკურსში. ეს იყო რამდენიმე საფეხურიანი, აპლიკაციასთან ერთად ეს მოიცავდა ადგილზე ჩამოსვლას და ინსპექტირებას. ჩვენ საორგანიზაციო ჯგუფმა პირდაპირ გვითხრა, რომ ის პოლიტიკა რომელსაც ჩვენი ქვეყნის მთავრობა ატარებს არის სწორი, ეს გულისხმობს უსაფრთხო მიმართულებას, პროდუქტების დივერსიფიცირებას და ტურიზმის ინდუსტრიის პროაქტიურ განვითარების. ეს იყო პირდაპირი შეტყობინება ყველასთვის, რომ საქართველო არის მომდევნო საუკეთესო ტურისტული მიმართულება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“-აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტურიზმის სექტორის, გერმანიისა საელჩოსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ITB Berlin-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ITB Berlin-ზე, გერმანიაში, მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება გვაძლევს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომას.გერმანიაში ITB Berlin-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნიდან გამოფენას 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. ITB Berlin წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.
ITB Berlin-ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობა არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. მასპინძლის სტატუსი არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო 2022 წლამდე და მის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანაა. ITB Berlin-ს 2007 წლიდან 15 ქვეყანა ბერლინში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა, მათ შორისა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ მსოფლიოს მასშტაბით.
თუ გავეცნობით წინა წლების გამოცდილებას, ITB Berlin მასპინძელ ქვეყნად გამოცხადების შემდეგ თითო ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ საშუალოდ 130 %-ს მიაღწია. ეს კიდევ ერთი დასტურია თუ რამხელა მნიშვნელობა და შესაძლებლობაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის მომავალი განვითარებისთვის.
ITB Berlin-ის მასპინძელ ქვეყნად გამოვლენამდე საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის. კონკურსში მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ინსპექტირება. 2019 წლის აპრილში ITB Berlin-ის ხელმძღვანელების საქართველოში ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე შეფასდა ტურისტული პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ პროაქტიულად უდგება ტურიზმის განვითარებას და მისთვის ტურიზმის ინდუსტრია პრიორიტეტული დარგია.
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ბერლინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.
როგორც მასპინძელი ქვეყანა საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედია მომსახურება.3,200 000 ევროს ღირებულების ტელე და რადიო დაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში.
უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ITB Berlin მასპინძლობით საქართველოს 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.
2020 წლის 4-8 მარტს ITB Berlin-ის გამოფენას საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და გაიმართება ხელმოწერის ცერემონია. 2020 და 2021 წლებში ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველო უკვე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით, რაც გულისხმობს მარკეტინგულ მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და უკეთ პოზიციონირებას, როგორც ბერლინის გამოფენის მომავალი მასპინძელი ქვეყანა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა.
„კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს არსებული და პოტენციური მეწარმეების მხარდაჭერას.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.
თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.
„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა“ გაფართოვდება.
შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის დანერგე მომავალი ბენეფიციარებს სწავლება ჩაუტარდათ
ფოთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო
სახელმწიფოს და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობას მწვანილი ექსპორტზე გააქვს
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
დოჰა,საერთაშორისო გამოფენა,ქართული პროდუქცია
ტრენინგის მონაწილეები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ფერმაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგიის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ბოლო წლებში, საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა“
სახელმწიფოს ხელშეწყობით, 51 შემნახველი მეურნეობა შეიქმნა
სახელმწიფო ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს
სახელმწიფო პროგრამით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფიანსებულმა ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ინდმეწარმემ, ზაქარია იაკობიშვილმა, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ავეჯის მცირე საწარმოს მოდერნიზება მოახდინა, რისთვისაც 29,000 ლარი საგრანტო დაფინანსება მიიღო
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესი შეიქმნა.
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ყვარის მთა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა დანერგა, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 90 % პროცენტი, 13,500 ლარი შეადგინა.
14-მა ქართულმა კომპანიამ გამოფენის სტუმრებს ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვი და ცხოველთა კომბინირებული საკვები გააცნო.
კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
სოფელ ასურეთში კომპანიამ „სადგური“ მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა აღადგინა და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყო, რაც კვების ობიექტს და სტუმრების მისაღებ რამდენი ნომერს მოიცავს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანიამ „აგრომაქს დეკორი“ ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მარაბდაში კომპანიის ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ თხევადი შპალერის საწარმო სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი ესწრებოდნენ.
კომპანიამ ,,სამი ტბა’’ გლემფინგ კარვებითა და ხის კოტეჯებით სივრცის მოსაწყობად, 210,000 ლარზე მეტი თანხით ინვესტირება მოახდინა, მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 168,000 ლარია.
სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კომპანიამ ,,ეკო ვილაჯიო“ ტურისტული სივრცე მოაწყო.
ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ეტაპზე შერჩეულია 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია. ლურჯი მოცვის, კაკლოვანი კულტურებისა და სურსათის მწარმოებლები (ჩაი, მშრალი ჩირი, წვენები და სხვა).
საპილოტე პროგრამა ქალებისთვის სასათბურე მეურნეობის მოწყობის თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამის დახმარებით, ქალ ფერმერებს საშუალება ექნებათ, მცირე მიწის ნაკვეთზე სასათბურე მეურნეობა მოაწყონ და სოფლის მეურნეობის პროდუქცია მთელი წლის განმავლობაში აწარმოონ. პროგრამით დაფინანსდება არანაკლებ 200 კვ.მ ფართის მქონე მეურნეობის მოწყობისთვის საჭირო თანხის არა უმეტეს 90% ( მაქსიმალური ოდენობა 25 000 ლარი). ფინანსურთან ერთად, პროგრამა მონაწილეების ტექნიკურ დახმარებასაც მოიაზრებს. საპილოტე პროგრამა მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება; პროგრამაში რეგისტრაცია 20 სექტემბერს დაიწყება.
ქართული აგროპროდუქციის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ხვედრაზე ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები გააცნეს მევენახეებს, რომელთა მეურნეობებში არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის პროცესი მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი 120 ათას ტონას აღემატება ძირითადად, ეს არის შიდა ქართლის რეგიონი, სადაც ვაშლის მოსავლის 70% იწარმოება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბიოდეგრადირებადი საწრუპი ჩხირების საწარმო ამოქმედდა
თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 25 იანვრის მდგომარეობით, რეგისტრირებულია 26,850 ჰა-ზე მეტი თხილის ბაღი.
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17,7 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ ლარს აღემატება.
საერთაშორისო გამოფენაზე „FRUIT LOGISTICA 2023“ ქართული სტენდია წარმოდგენილი
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარმა კომპანიებმა საერთაშორისო აგროგამოფენაში „Agriteq 2023“ მიიღეს მონაწილეობა.
ჩიკაგო საერთაშორისო გამოფენა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. ბაქოშო, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2023, 10-მა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
2023 წლის 7 - 9 სექტემბერს ქალაქ რიგაში, ლატვია, გაიმართება „Riga Food 2023“ საერთაშორისო გამოფენა
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 22 აგვისტოს 12:00 საათიდან განახლდება
2023 წლის 23 - 26 ოქტომბერს ქალაქ რიადში, საუდის არაბეთი, გაიმართება „SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION“ საერთაშორისო გამოფენა.
ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში, ლურჯი მოცვი გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების საკითხებზე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა