თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.
კომპანიას 2018 წლის თებერვალში პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. კომპანიამ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 ახალ სამუშაო ადგილი შექმნა. საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს. მისი საწარმო სიმძლავრე წლის განმავლობაში არის 12 000 ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავება. რაც ფინანსური მაჩვენებლებით შეადგენს 300 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოებას, 40 მლნ დამატებითი ღირებულების შექმნას და მილიონობით ლარის გადასახადების შედინებას ბიუჯეტში. პროექტი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე - საწარმო უმეტეს წილად აწარმოებს საექსპორტო ბაზრებისთვის. ამჟამად კომპანიას მიღებული აქვს მსხვილი შეკვეთა განადან და აწარმოებს მოლაპარაკებებს ბრიტანეთთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.
კომპანიამ განახორციელა 15 მილიონი ლარის ინვესტიცია და თავის საქმიანობას მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით განახორციელებს, რაც უზრუნველყოფს სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა.
„კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს არსებული და პოტენციური მეწარმეების მხარდაჭერას.
2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს გერმანიაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.
„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა“ გაფართოვდება.