ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 510,000 ლარი გრანტია, ხოლო 500,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობაში 800-მდე ტონამდე ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად ახალ საწარმოში იმყოფებოდა.
„კოოპერაციულ საწარმოში ინვესტირებული თანხა 1 მლნ ლარს აჭარბებს. სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა, რაც კონკრეტულ შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტს და გრანტს გულისხმობს, ქმნის რეალურ შესაძლებლობას ასეთი პროექტების განხორციელებისათვის“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.
ქვემო ქართლის მხარის რწმუნებულის მოადგილის, კახა კობერიძის განცხადებით, რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი საწარმოების არსებობა.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში 27 ახალი საწარმო დაფინანსდა. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა.
„კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს არსებული და პოტენციური მეწარმეების მხარდაჭერას.
2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს გერმანიაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.
თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.
„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა“ გაფართოვდება.
შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის დანერგე მომავალი ბენეფიციარებს სწავლება ჩაუტარდათ
ფოთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო
სახელმწიფოს და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობას მწვანილი ექსპორტზე გააქვს
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
დოჰა,საერთაშორისო გამოფენა,ქართული პროდუქცია
ტრენინგის მონაწილეები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ფერმაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგიის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ბოლო წლებში, საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა“
სახელმწიფოს ხელშეწყობით, 51 შემნახველი მეურნეობა შეიქმნა
სახელმწიფო ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს
სახელმწიფო პროგრამით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფიანსებულმა ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ინდმეწარმემ, ზაქარია იაკობიშვილმა, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ავეჯის მცირე საწარმოს მოდერნიზება მოახდინა, რისთვისაც 29,000 ლარი საგრანტო დაფინანსება მიიღო
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესი შეიქმნა.
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ყვარის მთა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა დანერგა, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 90 % პროცენტი, 13,500 ლარი შეადგინა.
14-მა ქართულმა კომპანიამ გამოფენის სტუმრებს ალკოჰოლური სასმელები, კაკალი, მშრალი ხილი, ორგანული წვენები, თაფლი, სხვადასხვა სახის კონსერვი და ცხოველთა კომბინირებული საკვები გააცნო.
კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
სოფელ ასურეთში კომპანიამ „სადგური“ მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შენობა აღადგინა და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყო, რაც კვების ობიექტს და სტუმრების მისაღებ რამდენი ნომერს მოიცავს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ქართულ-პოლონურმა კომპანიამ „აგრომაქს დეკორი“ ლურჯი მოცვის ნერგების წარმოება დაიწყო.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მარაბდაში კომპანიის ,,ჯორჯიან იდეა ფიქს გრუპი’’ თხევადი შპალერის საწარმო სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ამოქმედდა.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი ესწრებოდნენ.
კომპანიამ ,,სამი ტბა’’ გლემფინგ კარვებითა და ხის კოტეჯებით სივრცის მოსაწყობად, 210,000 ლარზე მეტი თანხით ინვესტირება მოახდინა, მათ შორის სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 168,000 ლარია.