საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლებთან და Solimar International-ის ექსპერტებთან ერთად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხილვას დაესწრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დონორი ორგანიზაცია USAID- ის მხარდაჭერით ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რაც შეეხება ტურიზმის სამოქმედო გეგმის განახლებას და ახალ გამოწვევებზე მორგებას. აღნიშნულ პროცესში ერთად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ჩ ერთად. ჩვენ შევიმუშავეთ ის მონახაზი, რომელიც დაგვეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებას, ისევე როგორც ტურიზმში ჩართულ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ერთიანად განვახორციელოთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანს დასახულ მიზნამდე, რაც გულისხმობს ტურიზმის განვითარებას, მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანას და სწორ პოზიციონირებას საქართველოს, როგორც აქტიური ტურისტული მიმართულება საერთაშორისო ტურისტულ არეალზე.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოში ტურიზმის განვითარების პრაქტიკული რჩევების გაცემისა და კონკრეტული აქტივობების დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში შეიქმნა თემატური ჯგუფები: სტატისტიკის, მარკეტინგისა, პროდუქტის განვითარების და სერვისის ხარისხის მიმართულებით. სამუშაო შეხვედრებს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
“USAID-ის უსაფრთხოების პროგრამის მიზანი 2020-25 წლების ტურიზმის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დახმარების აღმოჩენაა. ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან, ასევე კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომ საერთო ძალისხმევით ტურისტული პროდუქტების ტრანსფორმირება მოვახდინოთ და მიზნობრივი ბაზრებიდან საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მოვიზიდოთ. ჩვენი მიზანია მუდმივად განვაახლოთ, გავაუმჯობესოთ საქართველოს ტურისტული პროდუქტები. ჩვენ ტექნიკურ მხარდაჭერას ვახორციელებთ, ეს მოიცავს საგრანტო პროგრამასაც. გვაქვს ჩვენ ბევრი მექანიზმი გვაქვს, რომ დავეხმაროთ ტურიზმის სექტორს.“-აცხადებს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკორდი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გიო“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა.
ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქუთაისში ალუმინის პროფილებისა და კარ-ფანჯრების მწარმოებელი საწარმო „ალუტექ ჯორჯია“ ამოქმედდა.
„კახეთის რეგიონში, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, რომლის ფარგლებშიც აგრძელებს არსებული და პოტენციური მეწარმეების მხარდაჭერას.
2022 წელს მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin საქართველოს გერმანიაში მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში, ფერმერმა ანტონ ჯამელაშვილმა ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.
შპს „გლენბერი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც ქართული პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორცილებს. შოკური მეთოდით დამუშავებული 20 ტონა მარწყვისა და მოცვის ექსპორტი კომპანიამ ამჯერად აშშ-ში განახორციელა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია შეემატა.
თურქულმა კომპანიამ Koç Kablo, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35 წლიანი გამოცდილება აქვს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, ქ. თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო გახსნა.
„საქართველო მოთხილამურეების სამოთხეა“ წერს CNN Travel-ზე ბენჯამინ კემპერი. ჟურნალისტი საქართველოს სხვადასხვა მთის კურორტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ეწვია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სოციალური საწარმო „კოდალა“ გაფართოვდება.
შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის დანერგე მომავალი ბენეფიციარებს სწავლება ჩაუტარდათ
ფოთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური შემნახველი ინფრასტრუქტურა მოეწყო
სახელმწიფოს და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სასათბურე მეურნეობას მწვანილი ექსპორტზე გააქვს
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
დოჰა,საერთაშორისო გამოფენა,ქართული პროდუქცია
ტრენინგის მონაწილეები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ფერმაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ.
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებს ლურჯი მოცვის წარმოების აგროტექნოლოგიის საკითხებზე სწავლება ჩაუტარდათ
ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2022 ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
ბოლო წლებში, საქართველოში, მრავალწლოვანი კულტურების წარმოება 33%-ით გაიზარდა“
სახელმწიფოს ხელშეწყობით, 51 შემნახველი მეურნეობა შეიქმნა
სახელმწიფო ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს
სახელმწიფო პროგრამით, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი
შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში დაფიანსებულმა ლოკოკინის ფერმამ 3 ტონამდე ლოკოკინის ექსპორტი იტალიის რესპუბლიკაში განახორციელა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ინდმეწარმემ, ზაქარია იაკობიშვილმა, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ავეჯის მცირე საწარმოს მოდერნიზება მოახდინა, რისთვისაც 29,000 ლარი საგრანტო დაფინანსება მიიღო
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში კიდევ ერთი წარმატებული ბიზნესი შეიქმნა.
ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა.